Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2022-2023 წლის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოცდის ფორმატი

2022-2023 სასწავლო წელს იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაზე მისაღები კონტიგენტი

 

სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - 150 ადგილი;
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე -  30 ადგილი.


 
2022-2023 სასწავლო წლის  სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოცდის ფორმატი
 
უცხო ენის გამოცდის ხანგრძლივობა 3სთ.


 კერძო სამართლის მიმართულებით: 


 
ორი თეორიული საკითხი მატერიალური სამართლიდან (თითოეული საკითხი შეფასდება 30 ქულით) და ერთი კაზუსი სამოქალაქო საპროცესო სამართლიდან (შეფასდება 40 ქულით).


  სისხლის სამართლის მიმართულებით: 


 
ორი თეორიული საკითხი (ერთი სისხლის სამართლის ზოგადი და ერთი სისხლის სამართლის კერძო ნაწილიდან,   თითოეული   საკითხი   შეფასდება  30  ქულით) და ორი კაზუსი სისხლის სამართლის პროცესიდან   (თითოეული კაზუსი შეფასდება  20  ქულით).    
 
შენიშვნა: სისხლის სამართლის მიმართულებით დაუშვებელია ნორმატიული მასალის გამოყენება - სისხლის სამართლის კოდექსი არ გამოიყენება თეორიული საკითხების წერისას. ასევე არ გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კაზუსების ამოსხნისას.

 


 საჯარო სამართლის მიმართულებით:
 
ორი თეორიული საკითხი კონსტიტუციური სამართლიდან (თითოეული საკითხი შეფასდება  25 ქულით) და ერთი კაზუსი ადმინისტრაციული სამართლიდან (შეფასდება 50 ქულით).


 საერთაშორისო   სამართლის   მიმართულებით: 


 
ოთხი თეორიულ-ანალიტიკური საკითხი (თითოეული ფასდება 25 ქულით), რომელიც მოითხოვს მის განმარტებასა და ანალიზს. საკითხი უნდა იყოს განხილული მაქსიმალურად ამომწურავად, მაგრამ ლაკონურად. საკითხის განხილვისას საჭიროა საკითხთან დაკავშირებული წყაროების ამომწურავი მითითება და ანალიზი. მსჯელობისას უნდა იყოს განხილული შესაძლო მაგალითები საქართველოს პრაქტიკიდან. შეფასებისას გათვალისწინებული იქნება წერის კულტურა (ნაწერის წაკითხვა სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს კალიგრაფიისა და სხვა მიზეზების გამო) და აკადემიური წერის ნორმების ცოდნა.


 
2022-2023 წლის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოცდის მოსამზადებელი საკითხები

1. კერძო სამართალი

2. სისხლის სამართალი

3. საჯარო სამართალი

4. საერთაშორისო  სამართალი